2010-06-23

საზაფხულო სკოლა თურქეთში: საწვავის უჯრედების გამოყენება და ინტეგრაცია

შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის დირექტორი, პროფესორი ედენ მამუთი, თსუ სტუდენტებს სთავაზობს საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღებას, რომელიც გაიმართება ა/წ 19–23 ივლისს, სტამბულში (თურქეთი). საზაფხულო სკოლის თემაა: საწვავის უჯრედების გამოყენება და ინტეგრაცია.

გთხოვთ, ა/წ 25 ივნისამდე მოგვწეროთ აღნიშნული თემით დაინტერესების შესახებ. მაღალი აკადემიური მოსწრება  და ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.

მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ტაბელური ბიოგრაფიები ინგლისურად(CV)ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურში (თსუ 2 კორპუსი,ოთახი 221; თსუ 11 კორპუსი,ოთახი 302, 303 ).

იხილეთ საზაფხულო სკოლის საინფორმაციო ბუკლეტი.
Print

« იხ. ყველა სიახლე