2013-06-18

„გმადლობთ პროფესორო“

15 ივნისს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე საფუძველი ჩაეყარა ახალ ტრადიციას - სასწავლო წლის ბოლო დღეს ჩატარდება კლასიკური მუსიკის საღამო  „გმადლობთ პროფესორო“ , რითაც სტუდენტები თავიანთ მადლიერებას გამოხატავენ პროფესორ-მასწავლებლებისადმი, ფაკულტეტისა და  სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების ყველა თანამშრომლისადმი, რომლებიც ჩართულები არიან სასწავლო პროცესში.
მუსიკალური საღამოს დაწყებამდე თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში მოეწყო სტუდენტთა ნამუშევრების (ორიგამი, ფოტოები, ნახატები, ნაქარგები, ...) გამოფენა.
წელს ეს  ღონისძიება ჩატარდა თსუ 95 წლისთავის იუბილის ფარგლებში.
ღონისძიებაზე  წარმოდგენილი იყო  ფაკულტეტის რვავე დეპარტამენტის პერსონალი და სტუდენტობა. საღამოს მეტი სითბო შეჰმატა პროფესორებისა და სტუდენტების ოჯახის წევრების მოწვევამ. თითოეული დეპარტამენტის პროფესურასთან მისალმების პარალელურად სტუდენტებმა  სპეციალური მუსიკალური ნომრები მიუძღვნეს  ავღანეთში დაღუპულ გმირ  ვაჟკაცებს,  95 წლის მანძილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწე ყველა პედაგოგს, უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებელთა ჯგუფს, რომელთაც 14 ივნისს ღირსების ორდენები გადაეცათ, ახალგაზრდა მეცნიერებს,  სააქტო დარბაზის, საგამოცდო ცენტრის პერსონალს, მოწვეულ სტუმრებს.
სტუდენტება მოიმინეს პროფესორების დიანა ძიძიგურის, ნანა შათაშვილის, ბეჟან თუთბერიძის, ილია თავხელიძის,  ომარ ფურთუხიას ამაღელვებელი და წამახალისებელი გამოსვლები.
ეს დასამახსოვრებელი საღამო  შეაჯამა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რამაზ ბოჭორიშვილმა.
დიდი მადლობა საღამოს ყველა სტუმარსა და მონაწილეს.
ღონისძიების ამსახველი ფოტოალბომი

Print

« იხ. ყველა სიახლე