2015-11-03
2015 წლის 5 ნოემბერს, ხუთშაბათს 15:00 საათზე, თსუ XI კორპუსში, აუდიტორია № 421 შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის სხდომა.
მომხსენებელი: ნ.გამყრელიძე
(რუსეთის ნავთობის და გაზის ი.გუბკინის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი)
მოხსენების თემა: "სიმეტრიზებული განაწილების ერთი თვისების შესახებ"
ანოტაცია: ალბათობის თეორიაში შემთხვევით სიდიდეთა ”არითმეტიკა” ყოველთვის იყო ყურადღების ცენტრში -- პ.ლევის, ა.ხინჩინის და სხვათა ნაშრომებში.
განვიხილოთ მესერულად განაწილებულ შემთხვევით სიდიდეთა მიმდევრობა. ვთქვათ, აღნიშნული მიმდევრობისთვის სრულდება ალბათობათა თეორიის კლასიკური ლოკალური თეორემა (ლ.თ.). ამ შემთხვევაში ლ.თ. სამართლიანია სიმეტრიზებულ შემთხვევით სიდიდეთა მიმდევრობისთვისაც (ლ.თ.ს.) . ღიად იყო დარჩენილი საკითხი: გამომდინარეობს თუ არა (ლ.თ.ს.)-დან (ლ.თ.)?
წარმოდგენილ მოხსენებაში აგებულია მაგალითი, იმის, რომ პირუკუ მტკიცებულება არ არის სამართლიანი. აღნიშნული ამოცანა, რომელიც დასმული იყო დიდი ხნის წინათ აკად. ი.პროხოროვის სემინარზე, დღემდე ღიად რჩებოდა.
« იხ. ყველა სიახლე