2012-10-18

კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების სტუდენტების წარმატება ციმბირის ღია XII ოლიმპიადის შესარჩევ ტურში


2012 წლის 7 ოქტომბერს ჩატარდა პროგრამირებაში პოტოსინის სახელობის ციმბირის ღია XII ოლიმპიადის შესარჩევი ტური. შეჯიბრში მონაწილეობდა საქართველოს რამდენიმე გუნდი : თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის და თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდები.

ჩვენი უნივერსიტეტის გუნდმა სახელწოდებით "Epic Losers" ელდარ ბოგდანოვის და ირაკლი მერაბიშვილის შემადგენლობით წარმატებული ასპარეზობის შედეგად   ციმბირის ოლიმპიადის ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ფინალი გაიმართება 2012 წლის 10 ნოემბერს ნოვოსიბირკის უნივერსიტეტში.
Print

« იხ. ყველა სიახლე