2015-06-11

საზაფხულო სკოლა იუსტუს ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტისა და თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიისა და ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის


თსუ-სა და იუსტუს ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში 2015 წლის 17-27 აგვისტოს საქართველოში ტარდება ერთობლივი საზაფხულო სკოლა

“საქართველოს ნიადაგების მრავალფეროვნება – პოტენციალი, მიწათსარგებლობა და რისკები”


სკოლის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ გისენის უნივერსიტეტისა და თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიისა და ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტები.
საზაფხულო სკოლის მიზანია ქართველი და გერმანელი სტუდენტების მიერ საველე და კამერალური სამუშაოების ერთობლივად ჩატარება და პრაქტიკულ კურსთან ერთად თეორიული მასალის ათვისება.  
საზაფხულო სკოლის ფარგლებში ლექციები და პრაქტიკული სამუშაოები  ჩატარდება ყაზბეგის, ბოლნისის, თელავის, ლაგოდეხის, სიღნაღის, ყვარელის მუნიციპალიტეტებში, ასევე თბილისსა და   ბათუმში; მეცადინეობებს   გაუძღვებიან გერმანელი და ქართველი პროფესორები.  
მონაწილეებზე გაიცემა  სერტიფიკატები.

საზაფხულო სკოლის თემატიკა:

-    ნიადაგების ნაყოფიერების პოტენციალის შეფასება;
-    ნიადაგების ეროზია და დეგრადაცია;
-    ნიადაგების დაბინძურება და დაცვა;

საზაფხულო სკოლის პროგრამა:

17.08. – სტუმრების ჩამოსვლა თბილისში;
18 - 20.08. – საველე გასვლა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში;
21. 08. - საველე გასვლა ბოლნისის მუნიციპალიტეტში;
22-23.08 - საველე გასვლა კახეთში (ყვარელი, ლაგოდეხი, სიღნაღი, თელავი);
24.08. - სტუმრობა თსუ-ში, ექსკურსია ბოტანიკური ბაღში, თბილისის სხვა
ღირშესანიშნაობების დათვალიერება;
25.08 -  გამგზავრება ბათუმში;
26.08 – ბათუმიდან ქუთაისში გამგზავრება;
27.08 – სტუმრების გამგზავრება ქუთაისიდან გერმანიაში;

საზაფხულო სკოლის მონაწილეები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე.

კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნები:

 ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის
•    ძირითადი   სპეციალობა:  გეოგრაფია ან ეკოლოგია
•    GPA  არანაკლებ   2.75
•    აღებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 90 კრედიტისა
•    უცხო ენის (ინგლისური ან გერმანული) ცოდნა
•    არ უნდა იყოს დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი
•    კრედიტები ბაკალავრიატის კურიკულუმით გათვალისწინებულ ერთერთ საგანში: ნიადაგების გეოგრაფია, ნიადაგების კლასიფიკაცია, მიწის რესურსების მსოფლიო მონაცემთა ბაზა, მიკროპედოლოგია; ეკოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს მოეთხოვებათ კრედიტი ერთ-ერთ საგანში: გეოგრაფია ეკოლოგებისათვის ან ნიადაგების გეოგრაფია.

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

•    სამაგისტრო პროგრამა: ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება,  ან გეომორფოლოგია, კარტოგრაფია და ლანდშფტური დაგეგმარება;
•    GPA  არანაკლებ   3.0;
•    აღებული  უნდა ჰქონდეს არანაკლებ 30  კრედიტისა;
•    უცხო ენის (ინგლისური ან  გერმანული) ცოდნა;
•    არ უნდა იყოს დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი.

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს

•    CV
•    სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე)
•    ცნობა სტუდენტის სტატუსი შესახებ სასწავლო პროგრამის მითითებით
•    ამონაწერი სასწავლო ბარათიდან

საბუთების მიღება: 2015 წლის 15 ივნისიდან 2015 წლის 30 ივნისის 17 საათამდე.  თსუ მე-2 კორკუსის 108 ოთახში.

კანდიდატთა შერჩევა მოხდება შემოტანილი დოკუმენტების და გასაუბრების საფუძველზე.
გასაუბრება ჩატარდება 1 ივლისს. გასაუბრების ზუსტი დრო და ადგილი გეცნობებათ ელექტრონული ფოსტით.

Print

« იხ. ყველა სიახლე