2016-05-05

თსუ-ში დასაქმების ფორუმი გაიმართება

 11 მაისს თსუ-ში გაიმართება მასშტაბური დასაქმების ფორუმი. ფორუმში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი 35-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია.

ფორუმი ჩატარდება 11 მაისს, ოთხშაბათს, თსუ-ს I კორპუსის სააქტო დარბაზის ჰოლში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე. დასწრება შეუძლია ყველა მსურველს (სტუდენტსაც და კურსდამთავრებულსაც).

დამატებითი ინფორმაციისთვის სტუდენტებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ელ.ფოსტით: career@tsu.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ:

საჯარო სფეროდან იუსტიციის სახლი და ფინანსთა სამინისტრო შესაბამისი სსიპ-ებით;

საბანკო-საფინანსო და სადაზღვევო სფერო: თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ლიბერთი ბანკი, ვითიბი ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“;

სადაზღვევო სფერო: ალდაგი, ირაო, იმედი ელი, ჯი პი აი ჰოლდინგი, პსპ ჯგუფი, აი სი ჯგუფი

კვლევითი / საკონსულტაციო / აუდიტის კომპანიები: ACT, BDO, KPMG Georgia

მრეწველობა / წარმოება / დისტრიბუცია / მომსახურება:  ვისოლ ჯგუფი, ჰაიდელბერგ ცემენტი, ნიკორა, ნუტრიმაქსი, თეგეტა მოტორსი, სილქნეტი და სხვა.

სამედიცინო სფერო:  თბილისის ცენტრალური საავადმყოფო,  ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი (ყოფილი ფიზიოლოგიის ინსტიტუტი), სამედიცინო ცენტრი „ციტო“, „ბაქტერიოფაგი“, პსპ ჯგუფი, სამედიცინო კორპორაცია ევექსი და სხვა.

სასტუმროები: Holiday Inn Tbilisi, Rooms Hotel Kazbegi, Rooms Hotel Tbilisi, „თბილისი მარიოტი“, „ქორთიარდ მარიოტი“ და სხვ.

  ვაკანსიები/სტაჟირების შესაძლებლობები


Print

« იხ. ყველა სიახლე