ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-04-30

გეოლოგიის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი

2012 წლის 27 აპრილს, 15 საათზე, გეოლოგიის დეპარტამენტში ჩატარდება სამეცნიერო სემინარი თემაზე:

„გაზ  რადონის  (Ra)  განაწილების  კანონზომიერებები დასავლეთ საქართველოში და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე“
 
მომხსენებელი:  ზურაბ  მაჩაიძე (დოქტორანტი)

მისამართი:  თსუ, XI კორპ.,ოთ.428
 
მოხსენების რეზიუმე
პროექტ 3992-ის ფარგლებში 2007-2010 წლებში ჩატარდა დასავლეთ საქართველოში გაზური აგეგმვა და სამედიცინო გამოკვლევა, კვლევის მიზანი იყო რომ შესწავლილიყო გაზ-რადონის განაწილება ნიადაგში,წყალში, ჰაერში და მისი კონცენტრაცია საცხოვრებელ ბინებში, რათა დაგვედგინა მისი გავლენა ჯამრთელობაზე, კერძოდ მიზანშედეგობრივი კავშირი გაზ-რადონის კონცენტრაციასა და ფილტვის კიბოს შემთხვევებს შორის.
            აგეგმვის პროცესში დაფარულ იქნა დასავლეთ საქართველოს დაბლობი რაიონი სადაც 2500 პუნქტში მოხდა გაზომვა გაზ-რადონის კონცენტრაციის: ქანში, ნიადაგში, ჰაერში, წყალში და საცხოვრებელ ბინებში. დამონტაჟდა ალფა-ტრეკ დეტექტორები საცხოვრებელ ბინებში რადონის გრძელვადიანი მონიტორინგის მიზნით და შესწავლილ იქნა ფილტვის კიბოს შემთხვევების რაოდენობა მოსახლეობაში მთელ ამ ტერიტორიაზე.
            გამოკვლევების შედეგად სამწუხაროდ დადგინდა კორელაცია ზემოთ აღნისნულ ამ 2 პარამეტრს შორის (გაზ რადონის კონცენტრაციასა და ფილტვის კიბოს შორის).
            გაიცა რეკომენაციები ამ საფრთხის აცილების მიზნით.
Print

« იხ. ყველა სიახლე