2017-07-24

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრების წარმატება მათემატიკის 58-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე


საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა დიდ წარმატებას მიაღწია მათემატიკის 58-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე რიო-დე-ჟანეიროში. გუნდის ექვსივე წევრმა შეძლო მედლის აღება (ალექსანდრე საათაშვილი - ოქრო, საბა ლეფსვერიძე და ნიკოლოზ ბირკაძე -ვერცხლი, დავით ხვედელიძე, დავით თათოშვილი და ირაკლი შალიბაშვილი - ბრინჯაო) და გუნდურ ჩათვლაში მე-12 ადგილი დაიკავა 111 ქვეყანას შორის. გუნდს ხელმძღვანელობდნენ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის პროფესორები გიორგი ჭელიძე, გივი ნადიბაიძე და უშანგი გოგინავა. გუნდური და ინდივიდუალური შედეგების ცხრილი შეგიძლიათ ნახოთ ლინკზე: http://imo-official.org/year_country_r.aspx?year=2017


Print

« იხ. ყველა სიახლე