2011-12-08

საინფორმაციო შეხვედრა ჰაიდელბერგცემენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე - "ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერებზე"

"ჰაიდელბერგცემენტი" აცხადებს საერთაშორისო სამეცნიერო - საგანმანათლებლო   კონკურსს

"Quarry Life Award" - "ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერებზე".

საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება ხუთშაბათს 15 დეკემბერს 14 საათზე თსუ მაღლივი კორპუსის 206 აუდიტორიაში (ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის აუდიტორია)

კონკურსი ერთდროულად ტარდება 17 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მკვლევარებს  და სტუდენტებსა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად.

კონკურსი  ტარდება 2 ეტაპად.

I ეტაპი - იდეის ( საპროექტო წინადადების ) წარდგენა: კონკურსში მონაწილეობის მსურველები რეგისტრირდებიან  ვებ გვერდზე: http://www.quarrylifeaward.ge  და ავსებენ  განაცხადის ფორმას.

პროექტის ფარგლებში საქართველოში განიხილება  3 კარიერი:
  1. კავთისხევის კირქვის კარიერი (შიდა ქართლი),
  2. გარდაბნის თიხის კარიერი (ქვემო ქართლი),
  3. დედოფლისწყაროს კირქვის კარიერი (კახეთი).
კარიერებზე ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობისთვის საპროექტო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 17 თებერვალი.

ელ-ფოსტა: quarrylifeaward.GE@heidelbergcement.com

პირველ ეტაპზე საპროექტო წინადადება წარმოდგენილი უნდა იქნას 2 გვერდზე.

2012 წლის 5 მარტს ეროვნული ჟიური შემოსული იდეებიდან II ეტაპზე გადასასვლელად გამოავლენს 5 საუკეთესოს.

II ეტაპი - პროექტის წადგენა: 2012 წლის 5 მარტიდან 28 სექტემბრამდე 5 შერჩეული კანდიდატი  ამზადებს პროექტს.  პროექტის მოსამზადებლად "ჰაიდელბერგცემენტი" მონაწილეებს სთავაზობს ფინანსურ მხარდაჭერას  500 ევროს ოდენობით. საპროექტო წინადადება წარმოდგენილი უნდა იქნას მაქსიმუმ 10 გვერდზე.

 შერჩეულმა კანდიდატებმა პროექტი უნდა წარადგინონ  2012 წლის 28 სექტემბრამდე.


2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამოვლინდებიან გამარჯვებულები როგორც ადგილობრივ,  ასევე საერთაშორისო დონეზე. თითოეულ ქვეყანაში შერჩეული პროექტები პარალელურ რეჟიმში  განიხილება საერთაშორისო კონკურსზე ბელგიაში.

ადგილობრივი ჟიურის მიერ გამოვლენილი საუკეთესო სამეული დაჯილდოვდება1500, 3000 და 5000 ევროთი.

საერთაშორისო მასშტაბით შერჩეული 3 გამარჯვებულისთვის საპრიზო თანხა შეადგენს 10 000, 20 000 და 30 000 ევროს.

კონკურსის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ გვერდზე: http://www.quarrylifeaward.ge   ან  სოციალურ ქსელში:   http://www.facebook.com/quarrylifeawardgeorgia



Print

« იხ. ყველა სიახლე