2016-12-05
სემინარი სტუდენტებისთვის "ვერცხლისწყალი - მნიშვნელობა, გავრცელება, ზემოქმედება"
2016 წლის 7 დეკემბერს, 11:00 სთ-ზე თსუ მეორე კორპუსის # 136 აუდიტორიაში გაიმართება სემინარი "ვერცხლისწყალი - მნიშვნელობა, გავრცელება, ზემოქმედება". მომხსენებელი ქიმიიის მეცნიერებათა დოქტორი ნუგზარ ბუაჩიძე.სემინარი ტარდება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით ვერცხლისწყლის შესახებ გარემოსდაცვითი კამპანიის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და წარმოადგენს პროექტის - ,,მინამატას კონვენციის რატიფიცირებისა და მისი აღსრულების მიზნით საქართველოში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება და ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განმტკიცება“ - ნაწილს.
სემინარზე სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას ვერცხლისწყლის მნიშვნელობაზე, მის გავრცელებასა და ადამიანზე ვერცხლისწყლის ზემოქმედებით გამოწვეულ შედეგებზე. შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ მინამატას კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე.
« იხ. ყველა სიახლე