კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრის ან/და მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე სტუდენტებს და მაგისტრატურის აქტიურ სტუდენტებს, რომელთაც ძირითადი სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვთ საქართველოში. სწავლის პერიოდი: 2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლის ივნისამდე.
გამარჯვებული სტუდენტი მიიღებს 400€ ყოველთვიურად სტიპენდიის სახით (10 თვე სწავლის პირველი წლისათვის და 10 თვე სწავლის მეორე წლისათვის სექტემბერი - ივნისის განმავლობაში). დაზღვევის, საცხოვრებლისა და ბინადრობის მოწმობის მისაღებად საჭირო ხარჯები უნდა დაფაროს თავად სტუდენტმა