2019-09-24

მათემატიკის დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო ლექციათა ციკლი


ხუთშაბათს, 24 ოქტომბერს, 15:00 საათზე თსუ XI კორპუსის # 307 აუდიტორიაში გაგრძელდება დამხმარე ლექციების ციკლი.

ლექციების თემა: ""წრფივ სივრცეთა კატეგორია"

ლექტორი: პროფესორი გურამ ბერიშვილი

ანოტაცია: ლექციათა ციკლის დანიშნულებაა გააცნოს მსმენელს წრფივ სივრცეთა კატეგორიის ობიექტები და ძირითადი ფაქტები, თეორემები. წრფივ სივრცეთა კატეგორია კარგი კატეგორიაა იმ აზრით რომ თითქმის ყველა იდეა და ცნება რომელიც დღეს მათემატიკაში ფიგურირებს ამ კატაგორიაში რეალიზებადია საკმაოდ მარტივი კონსტრუქციით და ამავე დროს ისე რომ ძირითადი იდეა არ იკარგება. წრფივ ალგებრაში საკმაოდ ბევრი და კარგი წიგნია დაწერილი. თითქმის ყველა მათგანი აღწერას იწყებს კოორდინატებითა და მატრიცებით.  არა და ესენი წრფივი ალგებრის სამუშაო ინსტრუმენტია. შემოთავაზებული კურსი იწყება წრფივი სივრცის კატეგორიის  ობიექტებისა და მიმართებათა აღწერით და მხოლოდ მოგვიანევით აცნობს ამ და სხვა სამუშაო ინსტრუმენტს. ლექციებში თხრობა აგებულია დღეისათვის მიღებულ თანამედროვე ენაზე რათა მსმენელმა და მკითხველმა ადვილად მისაწვდომ მასალაზე აითვისოს დღევანდელ მიდგომათა ერთობლიობა, რაც გაუადვილებს მას როგორც ძირითადი საუნივერსიტეტო კურსების დაუფლებას, ისე თანამედროვე პუბლიკაციების გაცნობას.

 


Print

« იხ. ყველა სიახლე