2018 წლის 10 ოქტომბერს, 16:00 საათზე, გაიმართება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის "ფიზიკა", გამოყენებითი ელექტროდინამიკა და რადიოტექნიკის 1.7 მოდულის დოქტორანტის
თამარ ნოზაძის სადისერტაციო ნაშრომის
" საკომუნიკაციო სიხშირეების გამოსხივების ზეგავლენის შესწავლა ადამიანზე სხვადასხვა ფიზიკურ პირობებში" საჯარო დაცვა.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი თსუ ემერიტუს პროფესორი რევაზ ზარიძე და ფიზიკის დოქტორი ვერიკო ჯელაძე.
ჩატარების ადგილი: თსუ II კ. აუდიტორია 044.