2015-09-16
მიმდინარე წლის
6 ოქტომბერს,11:00 სთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1 კორპუსი, მელიქიშვილის სახელობის აუდიტორია/115) შეხვედრას გამართავს DAAD-ს თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი დოქ. მარტინ პრაქსენტალერი.
ჰუმანიტარული, ზუსტ და საბუნებისმეტყველო-, სოციალურ და პოლიტიკური-, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა, ასევე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, დოქტორანტებისთვის, მეცნიერებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვისწარმოდგენილი იქნება
DAAD-ს სასტიპენდიო პროგრამები(2016-2017):
•
საზაფხულო ენის კურსი
(მე-2, 3 კურსელი ბაკალავრებისთვის, 1 კურსელი მაგისტრებისთვის);
•
სამაგისტრო პროგრამა ყველა სპეციალობისთვის ;
(მე-4 კურსელი ბაკალავრებისთვის);
•
სადოქტორო პროგრამა (დოქტორანტებისთვის);
•
სამეცნიერო სტაჟირება უნივერსიტეტის პროფესურისთვის
(ხანგრძლივობა 3 თვე)
პრეზენტაცია შედგება ინგლისურ ენაზე. შეკითხვების დასმა შესაძლებელი იქნება ინგლისურ, გერმანულ და ქართულ ენებზე.
« იხ. ყველა სიახლე