ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-01-26

ფიზიკის დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო სემინარი

ოთხშაბათს, 28 იანვარს, 16:00 საათზე, თსუ II კორპუსის #227 აუდიტორიაში ჩატარდება
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის   ფიზიკის დეპარტამენტის სემინარი


მოხსენების თემა:   "ბიომოლეკულური მექანიზმები ატომარულ დონეზე: კვანტური და ნანოფაზური ბიოფიზიკა "

მომხსენებელი: დიმიტრი ხოშტარია
ბიოფიზიკის და ბიონანომეცნიერებების ინსტიტუტი, ფიზიკის დაპარტამენტი, თსუ
ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი
ფრიდრიხ-ალექსანდერის უნივერსიტეტი, ქ. ერლანგენი (გერმანია)

ანოტაცია:

სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
(ა) ბიომოლეკულური პროცესების მექანიზმები განზოგადებული ლანდაუ-ზენერის თეორიის თვალსაზრისით (მარკუსის, დოღონაძის, ზუსმანის, იორტნერის და სხვა ავტორების წვლილის გათვალისწინებით);
 (ბ) ბიომოლეკულებში ელექტრონის გადატანის ელემენტარული აქტი - არაადიაბატური (ელექტრონის ტუნელირებით განპირობებული) და კვაზიადიაბატური (გარემოსთან „ხახუნით“ განპირობებული) ელემენტარული მექანიზმები, ამ მექანიზმებს შორის გარდასახვა;
 (გ) აღნიშნული ზღვრული მექანიზმების არსებობის და მათ შორის გარდასახვის ექსპერიმენტული დადასტურება სუბ-ნანომეტრული (ატომარული) მასშტაბის ჰეტეროგენური თვითაწყობადი „მოწყობილობების“ და სწრაფი სკანირების ციკლური ვოლტამპერომეტრიის ტექნიკის გამოყენებით (შესწავლის ობიექტები: ციტოქრომი C, აზურინი);
(დ) პროტონის როლი ბიომოლეკულურ მექანიზმებში, ბიომოლეკულურ პროცესებში პროტონის ბარიერქვეშა (ტუნელური) ტრანსლოკაციის მექანიზმის დოღონაძე-კუზნეცოვ-ლევიჩის მოდელი და პირველი ექსპერიმენტული დადასტურება (შესწავლის ობიექტები: ალფა-ქიმოტრიპსინი, ბეტა-ტრიპსინი);
 (ე) სხვა ატომ-მოლეკულური გარდაქმებით გართულებული ელექტრონის გადატანის მექანიზმების შესწავლა თვითაწყობადი „მოწყობილობების“ და სწრაფი სკანირების ციკლური ვოლტამპერომეტრიის ტექნიკის გამოყენებით (შესწავლის ობიექტები: მიოგლობინი, გლუკოზ-ოქსიდაზა);
 (ვ) ამ სამეცნიერო მიმართულების როლი ნანოტექნოლოგიების განვითარებაში და სამომავლო პერსპექტივები საქართველოსთვის.
Print

« იხ. ყველა სიახლე