2019-11-26
მე-10 ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია „ნეირობიოლოგიის აქტუალური საკითხები-2019“.
2019 წლის 26 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის ინიციატივით, ბიოლოგიის დეპარტამენტისა და ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანადგომით დილის 11:00 საათზე გაიხსნება მე-10 ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია „ნეირობიოლოგიის აქტუალური საკითხები-2019“.
კონფერენცია ეძღვნება აკად. ივანე ბერიტაშვილის მიერ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი ლაბორატორიის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს.
კონფერენციის მიზანია წარმოაჩინოს ღვაწლმოსილი მეცნიერის როლი საქართველოში ნეიროფიზიოლოგიური კვლევების განვითარებასა და მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებასთან ინტეგრაციაში. კონფერენციაზე ასევე შეფასდება ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრის სამეცნიერო აქტივობა და გაიმართება დებატები ნეირობიოლოგიის აქტუალურ საკითხებზე.
კონფერენცია მიესალმება თსუ-ში 27 დეკემბერს დაგეგმილ აკად. ფრიდონ თოდუას სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების პირველ საუნივერსიტეტო კონფერენციას ნეირომეცნიერებაში, რომელზეც წარადგენს კათედრაზე შესრულებულ სტუდენტურ მოხსენებებს.
მისამართი: უნივერსიტეტის ქ.2, თსუ 11 კორპუსი. აუდიტორია 421
« იხ. ყველა სიახლე