2014-07-22
გაგრძელდა საბუთების მიღება საზაფხულო სკოლაში სტუდენტებისთვის „კვლევის მეთოდები მასალათმცოდნეობაში“.
18–23 აგვისტოს ქ. ბათუმში ტარდება საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის „კვლევის მეთოდები მასალათმცოდნეობაში“. საზაფხულო სკოლის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება მასალების კვლევის ექსპერიმენტული, თეორიული და კომპიუტერული მოდელირების მეთოდები.
ლექციების წასაკითხად მიწვეულნი არიან პროფესორები ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ილიას უნივერსიტეტიდან, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომლებიც ანხორციელებენ ექსპერიმენტულ და თეორიულ კვლევებს მასალათმცოდნეობაში. მოწვეულნი არიან ასევე უცხოელი ლექტორები.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის შეირჩევიან საქართველოს აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისრატურის და დოქტორანტურის სტუდენტები. სტუდენტების შერჩევის კრიტერიუმია მაღალი GPA. სტუდენტებს ასევე მოეთხოვებათ კვანტურ მექანიკაში ან კონდენსირებული გარემოს ფიზიკაში არანაკლებ 5 კრედიტისა. შერჩეული სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით; დაიფარება მათი მგზავრობისა და კვების ხარჯიც.
მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
1. განცხადება საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის შესახებ;
2. პირადობის მოწმობის ასლი;
3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
4. ამონაწერი სასწავლო ბარათიდან.
საბუთები წარმოადგინეთ
1. თბილისში – თსუ მე–2 კორპუსი ოთახი158.
2. ბათუმში – ბსუ ფიზიკის დეპარტამენტი (ლალი კალანდაძესთან)
საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 8 აგვისტო
განცხადების ფორმა
« იხ. ყველა სიახლე