2012-05-30

კომპიუტერული მეცნიერებათა დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი თემაზე:"კომპიუტერული სუფლიორი დაქართული ენის კომპიუტერული ლექსიკონი"

2012 წლის 31 მაისს, ხუთშაბათს, 11.00 საათზე, თსუ XI კორპუსის აუდიტორია #204–ში შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის   კომპიუტერულ მეცნიერებათა  დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი   თემაზე:

"კომპიუტერული სუფლიორი და ქართული ენის კომპიუტერული ლექსიკონი"

მომხსენებელი: ასის. პროფესორი ლიანა ლორთქიფანიძე


მოკლე ანოტაცია

შოთა რუსათაველის ფონდით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განხორციელებული კომპიუტერული სუფლიორი არის სიტყვების მოკარნახე პროგრამა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სიტყვებს მათი საწყისი ასოების მიხედვით, რაც კლავიატურაზე ჩვეულებრივზე ნაკლები რაოდენობის ასოების აკრეფის საშუალებას იძლევა. საკარნახებელი სიტყვა იძებნება ლექსიკონში და ეკრანზე გამოდის ერთი და იგივე ასოებით დაწყებული   სიტყვების სია, სადაც სიტყვების რიგი განსაზღვრულია მოცემულ ენაში ამ სიტყვების ხმარების დამახასიათებელი სიხშირის მიხედვით, ან  მოცემულ ტექსტში სიტყვების ხმარების სიხშირის მიხედვით. ეს  ნიშნავს, რომ ენაში დადგენილია სიტყვების გამოყენების სიხშირე, ანუ რამდენად ხშირად გამოჩნდება ესა თუ ის სიტყვა მოცემულ ტექსტში. ლექსიკონს შეიძლება დაემატოს ტექსტში არსებული სიტყვები  და შესაბამისად მოდიფიცირდება კონკრეტული მომხმარებლის  მიერ გამოყენებული სიტყვების მიხედვით. გამოუყენებელი სიტყვები ავტომატურად გაქრება, ხოლო ხშირადგამოყენებულ სიტყვებს მიეცემა მაღალი პრიორიტეტი.  სუფლიორი თავსებადია ვინდოუსის ყველა პროგრამასთან.
პროექტის ფარგლებში შედგენილია ქართული ენის კომპიუტერული ლექსიკონი, რომელიც მოიცავს 100 ათასამდე ერთეულს. ყოველ სალექსიკონო ერთეულს მოყვება მისი სრული პარადიგმა, რის შედეგად ეს სისტემა ფაქტობრივად წარმოადგენს მდიდარი და რთული  ქართული ენის მორფოლოგიის ასახვას. სახელდობრ ის აღრიცხავს ქართული სიტყვაფორმების მრავალმილიონიან სიმრავლეს.
Print

« იხ. ყველა სიახლე