2014-11-21
აკადემიკოს თეიმურაზ იოსელიანის 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „ნეირობიოლოგიის აქტუალური საკითხები“
2014 წლის 19 დეკემბერს თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გაიმართება აკადემიკოს თეიმურაზ იოსელიანის 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „ნეირობიოლოგიის აქტუალური საკითხები“.
ორგანიზატორი:
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტი, ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის მიმართულება.
დასაწყისი: 10:00
კონფერენციის მიზანია აკადემიკოს თეიმურაზ იოსელიანის ღვაწლის გახსენება, წამყვან უნივერსიტეტებში და ადგილობრივ სამეცნიერო ცენტრებში მოღვაწე ნეირო მეცნიერთა კვლევითი პოტენციალის წარმოჩენა, ნეირობიოლოგიის აქტუალურ საკითხებზე დებატების გამართვა, ასევე ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო აქტივობის ზრდა.
მისამართი: უნივერსიტეტის ქ.2, თსუ მე-11 კორპუსი
« იხ. ყველა სიახლე