2014-12-25
2014 წლის 25 დეკემბერს, ხუთშაბათს, 15 საათზე, თსუ XI კორპუსის აუდიტორია
#102–ში ჩატარდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის სხდომა.
1.
პირველი მოხსენების თემა:
"შემთხვევით გარემოში უსასრულო სტოქასტური ავტომატის ქცევის ალბათური
მახასიათებლების გამოთვლის ერთი რიცხვითი ალგორითმის შესახებ"
მომხსენებელი: ასოცირებული პროფესორი ტარიელ ხვედელიძე.
ანოტაცია: მოხსენებაში შემოთავაზებულია ტერნარულ სტაციონარულ შემთხვევით გარემოში ერთშესასვლელიანი და ერთგასასვლელიანი უსასრულო (მდგომარეობათა თვლადი რიცხვით) სტოქასტური ავტომატის ქცევის ალგორითმი და განხილულია აღნიშნული ავტომატის ქცევის ალბათური მახასიათებლების მიახლოებითი გამოთვლის რიცხვითი ალგორითმი.
2.
მეორე მოხსენების თემა:
"პრიუფერის კოდის შედგენის C++ პროგრამა"
მომხსენებელი: ასისტენტ–პროფესორი გურამ კაშმაძე.
ანოტაცია: მოხსენებაში განიხილება მონიშნულწვეროებიანი ხისთვის პრიუფერის კოდის შედგენისა და კოდის მიხედვით ხის აღდგენის ალგორითმები; აგრეთვე შესაბამისი C++ პროგრამები.
« იხ. ყველა სიახლე