2015-11-06
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტების საყურადღებოდ!
თსუ რექტორის 2015 წლის 5 ნოემბრის N 205/01-01 ბრძანების საფუძველზეცხადდება კონკურსი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში სწავლის ყოველსემეტრული (ერთი სემესტრის განმავლობაში) დაფინანსების მოსაპოვებლად
• რექტორის 2015 წლის 5 ნოემბრის № 205/01–01 ბრძანება
• ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2015 წლის 25 სექტემბრის სხდომის დადგენილება თსუ რექტორის 2015 წლის 29 ივლისის № 126/01–01 ბრძანების საფუძველზე ფაკულტეტის დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კონკურსანტთა შერჩევის წესი
კონკურსში მონაწილეობის მსურველ დოქტორანთა საბუთები მიიღება 2015 წლის 6 ნოემბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით ფაკულტეტის კანცელარიაში (თსუ მეორე კორპუსი, N 110) 10.00-დან 17.00 საათამდე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოქტორანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ
2) ავტობიოგრაფია (CV);
3) სამეცნიერო პუბლიკაციების სია
4) სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა,
5) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
6) ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით (გარდა პირველსემესტრელი დოქტორანტების)
« იხ. ყველა სიახლე