ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-09-02

მათემატიკის სადოქტორო პროგრამაზე შემომსვლელთა საყურდღებოდ!

მათემატიკის სადოქტორო  პროგრამაზე მისაღებ კონტიგენტთან  გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები
დარგობრივი ცოდნა– 85 ქულა (შედგება ორი კომპონენტისგან)
1.  დოქტორანტობის კანდიდატი მეცნიერებაში მისი ინტერესების  ან  მის  მიერ  შესრულებულ ნაშრომში ( სამაგისტრო , სტატია ,  თეზისი ) მიღებული შედეგების შესახებ  აკეთებს ინფორმაციას (არაუმეტეს 15 წთ).  55  ქულა
40–55 ქულა –დოქტორანტობის კანდიდატი ნათლად და გასაგებად გადმოსცემს სამეცნიერო თემატიკასთან დაკავშირებულ ძირითად ინფორმაციას; მისი მსჯელობა ლოგიკური და თანამი-მდევრულია; დასკვნები ადეკვატურია.
25 – 40  ქულა – დოქტორანტობის კანდიდატი გადმოსცემს სამეცნიერო თემატიკასთან დაკა-ვში¬რებულ ინფორმაციას; მისი მსჯელობა ლოგიკურია.
0-25 ქულა –დოქტორანტობის კანდიდატი სამეცნიერო თემატიკასთან დაკავშირებულ ინფორმა¬ციას გადმოსცემს არა სრულად; მისი მსჯელობა არა თანამიმდევრულია.
2. მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის  სავალდებულო საგნების (ანალიზი, ალგებრა, ალბათობის თეორია და მათ. სტატისტიკა, დიფ. განტოლებები, რიცხვითი ანალიზი, მათ. ლოგიკა ) სილაბუსებიდან ამოკრეფილი საკითხების  (დამტკიცების გარეშე)  ჩამონათვალიდან კანდიდატს ეძლევა  სამი  საკითხი  (თითოეული 10 ქ).  საკითხების ნუსხა  წინასწარ  ცნობილია , მას  მოფიქრებისთვის ეძლევა  გარკვეული დრო (არა უმეტეს 10 წთ).  30  ქულა
საკითხის შეფასება
9-10 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული.
7-8 ქულა: პასუხი სრულია, მაგარამ შეკვეცილი;  არსებითი შეცდეომა არ არის.
5-6 ქულა: პასუხი არასრულია; საკითხი დამაკმაყოფილებლად არის გადმოცემული;  აღნიშნება მცირეოდენი შეცდომები.
3-4 ქულა: პასუხი არასრულია; საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ;  აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა.
0-2 ქულა: პასუხი ნაკლოვანია; გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები; პასუხი არსებითად მცდარია.

კომუნიკაცია კომისიასთან – 15 ქულა
10-15 ქულა -  აქვს მჭიდრო კონტაქტი კომისიასთან, რეაქცია კომენტარებზე და შენიშვნებზე სრულიად ადექვატურია.
5-10 ქულა - აქვს კონტაქტი კომისიასთან, რეაქცია კომენტარებზე და შენიშვნებზე  ძირითადად ადექვატურია.
0-5 ქულა  - არ აქვს კომისიასთან კონტაქტი, ღიზიანდება შენიშვნებზე.



საკითხები გასაუბრებისთვის


Print

« იხ. ყველა სიახლე