2019-10-16
საქართველოს სტატისტიკური ასოციაციის სემინარი
საქართველოს სტატისტიკური ასოციაცია
იწყებს მუდმივმომქმედ სასწავლო-შემეცნებით სემინარებს:
ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების გამოყენება მონაცემთა ანალიზის პროცესში
იწყებს მუდმივმომქმედ სასწავლო-შემეცნებით სემინარებს:
ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების გამოყენება მონაცემთა ანალიზის პროცესში
სემინარებზე დასწრება შეუძლია მათემატიკის მიმართულების ყველა იმ სტუდენტს, ვისაც აქვს სურვილი გაეცნოს და შეისწავლოს ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების გამოყენება პრაქტიკაში.
სემინარებში აქტიური მონაწილეობა იქნება ერთ-ერთი ხელშემწყობი წინაპირობა ალბათობისა და სტატისტიკის მიმართულებით დანიშნული სახელობითი სტიპენდიის მისაღებად.
სემინარებზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
• სტატისტიკის ადგილი და როლი მონაცემთა მეცნიერებაში;
• როგორ დავგეგმოთ გამოკვლევა და შევაგროვოთ მონაცემები;
• მონაცემთა ბაზების შექმნა;
• სტატისტიკის გამოყენების კონკრეტული მაგალითები პრაქტიკაში წამოჭრილი ამოცანების გადაწყვეტაში ;
• მონაცემთა ბაზების სტატისტიკური დამუშავება სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით (Excel, SPSS, R);
• მათემატიკური ხედვა ბიზნესში და მისი უპირატესობა;
• სხვადასხვა სახალისო ამოცანები.
სემინარები ჩატარდება თსუ მე-11 კორპუსის # 407 კომპიუტერულ კლასში.
მსემენელებს საშუალება ექნებათ ინდივიდუალურად დაამუშაონ რეალური გამოკვლევის მონაცემთა ბაზები კომპიუტერის გამოყენებით.
სემინარი იმუშავებს კვირაში 1 დღე, 2 აკადემიური საათის ხანგრძლივობით.
სემინარში მონაწილეობის მსურველებმა მიმართეთ ბ-ნ ომარ ფურთუხიას # 304 ოთახში.
პირველი სემინარი გაიმართება 21 ოქტომბერს, ორშაბათს,
15:00 საათზე, # 421 აუდიტორიაში.
თემა: მონაცემთა მეცნიერება და მისი გამოყენება.15:00 საათზე, # 421 აუდიტორიაში.
ლექტორი: მიხეილ ნადარეიშვილი - თიბისი ბანკის ბიზნესის ანალიზის განყოფილების უფროსის მოადგილე.
« იხ. ყველა სიახლე