2014 წლის 10 აპრილს, ხუთშაბათს, 10 საათზე, თსუ XI კორპუსის აუდიტორია # 204 –ში შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი თემაზე:
ინოვაციური პროცესების მოდელების
ევოლუცია
მოკლე ანოტაცია
მოხსენებაში საუბარია ინოვაციის, ინოვაციური პროცესის და მისი მოდელების სისტემის არსის შესახებ. აღწერილია ინოვაციური პროცესების მოდელების ევოლუცია, მარტივი ხაზოვანი მოდელებიდან რთულ ჭაჭვურ მოდელებამდე. განვითარების სხვადასხვა პერიოდებისათვის გამოვლენილია ინოვაციური პროცესების მოდელების ძირითადი მახასიათებლები, მაგალითების გამოყენებით აღწერილია თითოეული მოდელის დადებითი და უარყოფითი მხარეები. მოხსენებაში აგრეთვე საუბარია საინოვაციო სისტემის განვითარების ზოგადად ტენდენციებზე.
მოხსენებას გააკეთებს თსუ სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე
ჯულიეტა გაგლოშვილი.