2013 წლის 26 დეკემბერს, ხუთშაბათს 15.00 საათზე, თსუ XI კორპუსში, აუდიტორია
№421 შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის სხდომა.
მოხსენებას თემაზე:
„საუკუნის განტოლების“ შესახებ
წაიკითხავს: თამაზ ვაშაყმაძე
(ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი)
საუკუნის განტოლების შესახებ
სპეციალურ ფუნქციათა აპარატისა და ფადეევ–ლევერიეს მეთოდის მოდიფიკაციით აგებულ იქნა „ საუკუნის განტოლების“ კოეფიციენტებისა და ფესვების–მახასიათებელი რიცხვების პოვნის ალგორითმი, რომელიც უზრუნველყოფს სქემის მიმართ ოპტიმალობას საჭირო არითმეტიკული ოპერაციების მინიმალური რიგისა და მთელი და წილადი ნაწილების ნიშნადი ციფრების იმედიანობას 1500 ერთეულით.