ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-04-24

კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი

2014 წლის 24 აპრილს, ხუთშაბათს, 10 საათზე, თსუ XI კორპუსის აუდიტორია # 410 –ში შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა  დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი  თემაზე:

სილაბუსის მართვის ინოვაციური მოდელი:
სილაბუსის  მართვა Ms Project - ის გამოყენებით


მოკლე ანოტაცია

მოგეხსენებათ სილაბუსი  წარმოადგენს სასწავლო კურსის პროგრამას. იგი არის კურსის შინაარსობრივი გეგმა, ზუსტად  ასახავს  სწავლების  საფეხურს,  მიზანს,  ამოცანებს,      შედეგებს, სწავლების მეთოდებს, ამავდროულად  უზრუნვლეყოფს  სწავლებისადმი  სისტემურ  მიდგომას  და  საგნის შემდგომი განვითარების ხელშემწყობი ფაქტორია.
უმაღლეს  სასწავლებლებში  სილაბუსი არეგულირებს ურთიერთობებს სტუდენტსა  და საგანს, ასევე საგანსა და სილაბუსის ავტორს შორის.
სტატიაში  წარმოდგენილია    სილაბუსის  შექმნისა  და  მართვის  საშუალებები  -  Ms  Project  -  ის  გამოყენებით.  სილაბუსი,  როგორც ობიექტი, განხილულია პროექტის სახით. სილაბუსის  შესაქმნელად, სამართავად, ასევე შემდგომი განვითარების მიზნით მის რეალიზაციაზე დაკვირვებისა და ანალიზისათვის ისეთი მძლავრი ინსტრუმენტის გამოყენება როგორიცაა Ms Project  საკმაოდ ეფექტურია და მოხერხებული.
 
მოხსენებას გააკეთებს თსუ სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე ჯულიეტა გაგლოშვილი.

Print

« იხ. ყველა სიახლე