ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-02-29

კონკურსი მანანა გეგეჭკორის 2016 წლის სტიპენდიის მოსაპოვებლად

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2016 წლის 1 მარტიდან აცხადებს კონკურსს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის მანანა გეგეჭკორის სახელობის ყოველწლიური სტიპენდიის მოსაპოვებლად.

კონკურსის პირობები:

1.    სტიპენდია გამიზნულია ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტებისათვის, რომლებიც სპეციალიზდებიან ბიოლოგიაში
2.    სტიპენდია ეძლევა განსაკუთრებული ნიჭის და სიბეჯითის მქონე სტუდენტს. მაღალი აკადემიური მოსწრება   აუცილებელი   წინაპირობაა,   მაგრამ   არ   არის   ერთადერთი გადამწყვეტი ფაქტორი.
3.    სასურველია, რომ სტიპენდიანტი იყოს მიზანსწრაფული და თვითმოტივირებული პიროვნება. მოსალოდნელია, რომ ასეთი პიროვნება მომავალში თვითონ გახდება სხვების წინსვლის ხელშემწყობი.
4.   სტიპენდია უნდა მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს განურჩევლად ეთნიკური წარმოშობისა, სქესისა და ქონებრივი მდგომარეობისა.
5.   იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოიძებნა სავსებით დამაკმაყოფილებელი კანდიდატი,სტიპენდია არ გაიცემა და შესაბამისი თანხა  გადაიტანება შემდეგ  წელს.

დაფინანსება:

გაიცემა ერთი სტიპენდია, წელიწადში 2000 დოლარის ექვივალენტი ლარში - არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში.

სტიპენდია გაიცემა კვარტალურად 615 დოლარის ექვივალენტი ლარში, საშემოსავლოს გათვალისწინებით - უნივერსიტეტის ანგარიშზე მიზნობრივად ჩამორიცხული თანხიდან.

საკონკურსო განაცხადის წარდგენა:

კონკურსში მონაწილეობისათვის თსუ ბაკალავრმა და მაგისტრმა 2016 წლის 10 მარტამდე უნდა წარმოადგინოს:

1.   განცხადება
2.   პროფესიული ავტობიოგრაფია (CV)
3.   აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი.

საბუთები მიიღება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში. დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ მისამართზე: უნივერსიტეტის 13, თსუ XI (ბიოლოგების) სასწავლო კორპუსი, ოთახი 348  ტელ: 2 30-36-92.

სტიპენდიის გაცემის პროცედურა:

1.   სტიპენდიას ანიჭებს სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია
2.   მიღებული საბუთის საფუძველზე კომისია ადგენს საუკეთესო კანდიდატების მოკლე სიას (1-3 კონკურსანტი). საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება პირადი გასაუბრების შედეგად. თუ კომისია  საჭიროდ  მიიჩნევს, მან შესაძლოა სთხოვოს კონკურსანტ სტუდენტს საკუთარი ინტერესები  მოკლე მოხსენების სახით წარმოაჩინოს.

სტიპენდიის გაცემის ფორმა:   გამარჯვებულ სტუდენტებს სტიპენდია და დიპლომები საზეიმო ვითარებაში ყოველი წლის მარტის ბოლო რიცხვებში გადაეცემათ.   სტიპენდია გაიცემა ქვემოთ დასახელებული სამი ფორმიდან ნებისმიერი ერთ-ერთი ფორმით: ერთიანად  ბანკნოტებით, საბანკო ჩეკით სტიპენდიანტის სახელზე, ან ჩაირიცხება მის საბანკო ანგარიშზე – სტიპენდიანტის სურვილის მიხედვით მთლიანად ან დროთა განმავლობაში.

Print

« იხ. ყველა სიახლე