2015-01-20
პარასკევს, 23 იანვარს, 15:00 საათზე, თსუ II კორპუსის #227 აუდიტორიაში ჩატარდება
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის სემინარი
მოხსენების თემა: "დამაგნიტების პროცესი ძლიერად ანიზოტროპიულ სუპერპარამაგნეტიკებში"
მომხსენებელი: ასისტენტ პროფესორი სიმონ ჩხაიძე.
ანოტაცია: განხილულია დამაგნიტების პროცესი ნიმუშებში, რომლებშიც მაგნიტური
ნანონაწილაკები ფხვნილის ან მყარი მატრიცის სახითაა წარმოდგენილი. ასეთ
სისტემებში ანიზოტროპიის ღერძები ქაოსურად არიან მიმართული და
`გაყინული~. ნაჩვენებია, რომ ნანონაწილაკთაKღერძების ქაოსურობა სჭარბობს
(თრგუნავს) ანიზოტროპიას, რის შედეგადაც დამაგნიტების მრუდს აქვს
ლანჟევენისეული ფორმა, რომელიც არ არის დამოკიდებული ანიზოტროპიის
კონსტანტაზე.
« იხ. ყველა სიახლე