სამშაბათს, 13 იანვარს, 14:00 საათზე, თსუ II კორპუსის #227 აუდიტორიაში ჩატარდება
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის სემინარი
მოხსენების თემა: "კოსმოლოგიური სპირალური მაგნიტური ველების ევოლუცია და რელიქტური ფონის მეშვეობით დეტექტირების პერესპექტივები "
მომხსენებელი: თინათინ კახნიაშვილი (Carnegie Mellon University,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
ანოტაცია : ბლაზარების სპექტრებისა და ფონური გამა გამოსხივების დაკვირვებები
მიუთითებს სპირალური მაგნიტური ველების არსებობაზე ადრეულ სამყაროში. ეს
მაგნიტური ველები ურთიერთქმედებენ პირველად პლაზმასთან და სამყაროს
გაფართოებისას განიცდიან მოდიფიცირებას. მოხსენებაში საუბარი იქნება ამ
ველების ევოლუციაზე და ასევე მათ მიერ გამოწვეულ ეფექტებზე - კერძოდ ამ
ველების გავლენაზე რელიქტური ფონის ფლუქტუაციების ჩამოყალიბებაზე.