ინგლისური ენის აკადემია

ქართველ სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ ამერიკული ბაკალავრის ხარისხი საქართველოში. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი − საქართველო (SDSU – Georgia)  2015-2016 სასწავლო  წლიდან იწყებს საბაკალავრო პროგრამების  განხორციელებას (www.georgia.sdsu.edu).

 საერთაშორისო განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, 2014 წლის შემოდგომაზე გაიხსნა ინგლისური ენის აკადემია (ELA), რომელიც აბიტურიენტებს სთავაზობს ინგლისური ენის მოსამზადებელ კურსებს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში და საქართველოს რამდენიმე სხვა ქალაქში. ინგლისური ენის აკადემია დაეხმარება იმ აბიტურიენტებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი ცოდნა  საბუნებუსმეტყველო მეცნიერებებსა  და მათემატიკაში გაიუმჯობესონ ინგლისური ენის უნარები TOEFL-ის ტესტის წარმატებით ჩასაბარებლად, SDSU – Georgia-ს საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის მოთხოვნების შესაბამისად.

ინგლისური ენის აკადემია
  •  აფასებს სტუდენტის ცოდნის დონეს ინგლისურ ენაში და სთავაზობს შესაბამის მოსამზადებელ კურსს;
  •  აკვირდება სტუდენტის პროგრესს ინგლისურ ენაში და სთავაზობს შემდეგ დონეზე სწავლის გაგრძელებას, მიმდინარე კურსზე მასალის სრულყოფილი ფლობის შემთხვევაში;
  •  ორგანიზებას უწევს კურსებს, რათა სტუდენტებმა წარმატებით ჩააბარონ TOEFL-ის ტესტი SDSU – Georgia-ს საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის მოთხოვნების შესაბამისად;
  •   სთავაზობს სტუდენტებს ინგლისური ენის დაუფლებაში დახმარებას ინდივიდუალური და ონლაინ სწავლების ფორმით  სწავლების პროცესის ეფექტურობის გასაზრდელად.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეავსეთ ELA-ს სააპლიკაციო ფორმა:
http://georgia.sdsu.edu/sub/ELAinquiryform.html

ან დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით:
ELAinquiries@mail.sdsu.edu