2012-06-11
მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნეირო სემინარი თემაზე: "ულამის, კიონიგისა და იონსონის ამოცანათა შესახებ"
2012 წლის 14 ივნისს, ხუთშაბათს 15.00 საათზე,
თსუ XI კორპუსში, აუდიტორია # 421 შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის
სხდომა თემაზე:
"
ულამის, კიონიგისა და იონსონის ამოცანათა შესახებ"
მომხსენებელი: არჩილ ყიფიანი
(ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი)
რეზიუმე
განხილული იქნება ს. ულამის ორი და დ.
კიონიგისა და ბ. იონსონის თითო ამოცანა, რომლებიც სიმრავლეთა თეორიაში
გრაფთა თეორიასა და უნივერსალურ ალგებრაში სხვადასხვა წლებში, მათსავე
ცნობილ წიგნებში, იყო დასმული. მოყვანილი იქნება ამ ამოცანების უფრო ძლიერი
ფორმების ამოხსნები და კავშირი ამ ამოცანათა შორის.მოყვანილი იქნება ასევე
ზოგიერთი დებულება, რომელიც ამა თუ იმ ფორმითაა დაკავშირებული
ზემოთხსენებულ ამოცანებთან.
« იხ. ყველა სიახლე