2012-10-22
მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი თემაზე: ”ერენპრაისის ფუნდამენტური პრინციპის შესახებ”
2012 წლის 25 ოქტომბერს, ხუთშაბათს 17.00 საათზე,
თსუ XI კორპუსში, № 421 აუდიტორიაში შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა ფაკულტეტის მატემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის
სხდომა
მოხსენების თემა:
”ერენპრაისის ფუნდამენტური პრინციპის შესახებ”
მომხსენებელი:
ვახტანგ ლომაძე(ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი)
მოკლე ანოტაცია:
ერენპრაისის ფუნდამენტური პრინციპი იძლევა აუცილებელ
და საკმარის პირობას წრფივი კერძო წარმოებულიან დიფერენციალურ განტოლებათა
სისტემის ამოხსნადობისთვის. იგი ყალიბდება ამოზნექილ ღია სიმრავლეებზე. ამ
პრონციპს უდიდესი მნიშვნელობა აქვს დინამიურ სისტემათა ალგებრულ
თეორიაში. თუმცა ”ღიაობის” პირობა ძალიან შემზღუდველია. მოხსენებაში
ნაჩვენები იქნება, რომ შესაძლებელია ამ პირობის საგრძნობლად შერბილება.
ამავე დროს, წარმოვადგენთ არსებულზე ბევრად მარტივ დამტკიცებას.
"On Ehrenpreis Fundamental Principle"
Absract: Ehrenpreis Fundamental Principle is an existence theorem for inhomogeneous linear partial differential equations, and has great system-theoretic significance. Usually it is formulated for the equations defined on open convex sets. However, openness of domains of definition is somewhat restrictive in systems theory. In this article, we show that the principle is valid in the case of sets that are the unions of increasing sequences of convex compact sets. Moreover, we offer a simplified proof.
« იხ. ყველა სიახლე