2011 წლის 28 ოქტომბერს, პარასკევს 15.00 საათზე,
თსუ XI კორპუსში, აუდიტორია № 421 შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის
სხდომა.
მოხსენებას თემაზე:
“გეომეტრიული გაუსის მარტინგალი დარღვევით”
წაიკითხავს:
ომარ ღლონტი და ზაზა ხეჩინაშვილი
(ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
წარმოდგენილია რისკიანი აქტივის
ფასის ევოლუციის მოდელი გეომეტრიული გაუსის მარტინგალის სქემით და მოდელის
რიცხვით მახასიათებლებზე დაყრდნობით გამოკვლეულია ამ სქემის რეალურ
ფინანსურ დროით მწკრივებთან ადეკვატურობის საკითხი.
ასევე განხილულია საშუალო კვადრატული აზრითოპტიმალური პროგნოზის შეფასების აგების პრობლემა.