2012 წლის 3 მაისს, ხუთშაბათს 15.00 საათზე,
თსუ XI კორპუსში, აუდიტორია # 421 შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო
მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი
თემაზე:
“ოპტიმალური გაჩერების ერთი ამოცანის შესახებ”
მომხსენებლები:
პეტრე ბაბილუა, ბესარიონ დოჭვირი, ომარ ფურთუხია
(ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
მოკლე ანოტაცია:
შესწავლილია ოპტიმალური გაჩერების ამოცანა არასრული მონაცემებით
დაკვირვების ერთი მოდელისათვის. მიღებულია ფილტრაციის განტოლებები და
არასრული მონაცემების შემთხვევა დაყვანილია სრული მონაცემების შემთხვევაზე.
მიღებულია აგრეთვე პირობითი დისპერსიის შეფასება დაკვირვებადი პროცესის
შეშფოთების მცირე პარამეტრით.