ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-11-03

მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის სხდომა

2015 წლის  5 ნოემბერს,  ხუთშაბათს  15:00 საათზე, თსუ XI კორპუსში, აუდიტორია № 421  შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის სხდომა.

მომხსენებელი:  ნ.გამყრელიძე   (რუსეთის ნავთობის და გაზის ი.გუბკინის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი)


მოხსენების თემა:
"სიმეტრიზებული განაწილების ერთი თვისების შესახებ"

ანოტაცია: ალბათობის თეორიაში შემთხვევით სიდიდეთა ”არითმეტიკა” ყოველთვის იყო ყურადღების ცენტრში -- პ.ლევის, ა.ხინჩინის და სხვათა ნაშრომებში.
განვიხილოთ მესერულად განაწილებულ შემთხვევით სიდიდეთა მიმდევრობა. ვთქვათ, აღნიშნული მიმდევრობისთვის სრულდება ალბათობათა თეორიის კლასიკური ლოკალური თეორემა (ლ.თ.). ამ შემთხვევაში  ლ.თ. სამართლიანია სიმეტრიზებულ შემთხვევით სიდიდეთა მიმდევრობისთვისაც (ლ.თ.ს.) . ღიად იყო დარჩენილი საკითხი: გამომდინარეობს თუ არა (ლ.თ.ს.)-დან (ლ.თ.)?
წარმოდგენილ მოხსენებაში აგებულია მაგალითი, იმის, რომ  პირუკუ მტკიცებულება არ არის სამართლიანი.  აღნიშნული ამოცანა, რომელიც დასმული იყო დიდი ხნის წინათ აკად. ი.პროხოროვის სემინარზე, დღემდე ღიად რჩებოდა.
Print

« იხ. ყველა სიახლე