2015-09-22
მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის სხდომა
2015 წლის 23 სექტემბერს, ოთხშაბათს 15:00 საათზე, თსუ XI კორპუსში, აუდიტორია № 204 შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის სხდომამომხსენებელი: ახალი ზელანდიის, ველინგტონის ვიქტორიას უნივერსიტეტის პროფესორი ესტატე ხმალაძე
მოხსენების თემა: „სტატისტიკური მრავალფეროვნების თეორია და ლევის ზომები“
ანოტაცია: მრავალფეროვნების თეორია, რომელსაც ჩვენ ბევრი წლის წინ ვუწოდეთ "დიდი რაოდენობა იშვიათი ხდომილობის ანალიზი (დრიხა)",
ბოლო წლებში ისევ ჩვენი კვლევის ინტერესებში მოექცა. ამჯერად პრობლემა მდგომარეობდა შემდეგში:
წარმოიდგინეთ ,რომ ჩვენ ვუკვირდებით განსხვავებულ ძალიან იშვიათ ხდომილობათა ძალიან დიდ რაოდენობას ძალიან დიდ რაოდენობა ცდებში. ვთქვათ 105 სხვადასხვა ხდომილობა 106 ცდაში.
რა შეიძლება ითქვას მათი სიხშირეების ერთობლიობაზე? გამოავლენს ეს ერთობლიობა რაიმე კანონზომიერებას? როგორი იქნება ამ სიხშირეების უკან მდგომი ალბათობების ერთობლიობის ყოფაქცევა?
ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ამ საკითხში, ძალიან მოულოდნელად, ეგრეთწოდებული დამოუკიდებელნაზრდიანი განაწილებების და შესაბამისი ლევის ზომები თამაშობენ ფუნდამენტურ როლს.
ამ კავშირის დანახვა მოყვა ერთ საკმაოდ ანალიზურ შედეგს, რომელსაც ჩვენ აღვწერთ.
« იხ. ყველა სიახლე