2013-04-08

მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის სხდომა

201 3 წლის   11 აპრილს,   ხუთშაბათს   1 4.00 საათზე, თსუ XI კორპუსში, აუდიტორია № 421 შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის სხდომა

 

მოხსენებას თემაზე :

  " შექვცეული სტოქასტური დიფერენციალური განტოლებები ამოზნექილი გენერატორით "

 წაიკითხავს :   ბესიკ ჩიქვინიძე

(ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი)

 

ნაშრომში შესწავლილია გარკვეული ტიპის შექცეული სტოქასტური დიფერენციალური განტოლებები და მათი კავშირები BMO მარტინგალებთან . თავდაპირველად წრფივი შექცეული განტოლებების გამოყენებით დამტკიცებულია BMO მარტინგალების თეორიის რამოდენიმე კლასიკური შედეგი . ნაშრომის მეორე ნაწილში კი შესწავლილია ამოზნექილ გენერატორიანი სტოქასტური დიფერენციალური განტოლებები და დამტკიცებულია ამონახსნის არსებობისა და ერთადერთობის თეორემები შემოუსაზღვრელი სასაზღვრო პირობისა და მარტინგალის შემოუსაზღვრელი მახასიათებლის შეთხვევაში .

Print

« იხ. ყველა სიახლე