ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-06-05

მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის სხდომა


  2011 წლის 9 ივნისს, ხუთშაბათს 15.00 საათზე, თსუ XI კორპუსში, აუდიტორია # 421-ში შედგება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარის სხდომა
მოხსენებას თემაზე:

მუდმივი დაგვიანების შეშფოთების ეფექტები ვარიაციის ფორმულებში და ოპტიმალურობის აუცილებელი პირობები

წაიკითხავს: თამაზ თადუმაძე
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი
    რეზიუმე    

ვარიაციის ფორმულა ეწოდება ამონახსნის ნაზრდის მთავარი ნაწილის წრფივ წარმოდგენას, საწყისი მონაცემებისა და განტოლების მარჯვენა მხარის, შეშფოთებე- ბის მიმართ. ვარია-ციის ფორმულა, ერთის მხრივ, საშუალებას იძლევა, მიახლოებით ანალიზურად აიგოს შეშფოთებული განტოლების ამონახსნი, ხოლო მეორე მხრივ, ოპტიმალური მართვის თეორიაში ფუნდამენტურ როლს ასრულებს ოპ¬ტიმალურობის აუცილებელი პირობების დამტკიცებისას. მოხსენება ეხება ვარიაციის ფორმულებს დაგვიანებულ არგუმენტიანი ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლებისათვის  და დაგვიანების პარამეტრის ოპტიმიზაციის ამოცანებს.

EFFECTS OF CONSTANT DELAY  PERTURBATION IN VARIATION FORMULAS AND NECESSARY OPTIMALITY CONDITIONS
Tamaz Tadumadze

  Linear representation of the main part of the increment of a solution  with respect to perturbations of the initial data and right-hand  said of a differential equation  is called the variation formula. The variation formula allows one to construct an approximate solution of the perturbed equation in an analytical form on the one hand, and  in the theory of optimal control plays  the  basic role  in proving the necessary conditions of optimality, on the other. The talk deals with  variation formulas for a delay functional-differential equation and  optimization problems of delay parameter.

Print

« იხ. ყველა სიახლე