2017-03-28
ქიმიის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი
2017 წლის 30 მარტს , 15:00სთ-ზე გაიმართება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის სამეცნიერო სემინარი. წარმოდგენილი იქნება სამეცნიერო მოხსენებები:1. ახალი ანიონური ცეოლითური ნანომასალები და მათი გამოყენება სოფლის მეურნეობაში.
მომხსენებელი: გიორგი წინწკალაძე (ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი) პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი
2. ახალი ჭაბურღილების ნავთობების კვლევა და რაციონალური გამოყენება.
მომხსენებელი: ნათელა ხეცურიანი (ნავთობის ქიმიის ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი) პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი
მისამართი: ი.ჭავჭავაძის პრ. 3, თსუ, 2 კორპ., აუდ.135
სამეცნიერო სემინარის მდივანი, ასოც. პროფ. მარინა ტრაპაიძე.
« იხ. ყველა სიახლე