განცხადება
ხუთსაბათს, 29 მაისს 13:00 საათზე 256-ე აუდიტორიაში დანიშნულია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების სტუდენტთა სამეცნიერო წრის სხდომა.
დღის წესრიგი:
1. „ქირალური დიჰიდროპირიდინების ენანტიომერების დაყოფა სითხურ ქრომატოგრაფიაში პოლისაქარიდული ქირალური სვეტებისა და მოძრავ ფაზად
ჰექსან/იზოპროპანოლისა და ჰექსან/ეთანოლის ნარევების გამოყენებით“ -
ბაკალავრიატის III კურსის სტუდენტი ელენე სორდია.
ხელმძღვანელი საქ.მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი ბეჟან ჭანკვეტაძე.
2. „ჰომოპოლისაქარიდები და მათი პრაქტიკული გამოყენება“ -
ბაკალავრიატის I კურსის სტუდენტი თამარ ხატიაშვილი.
ხელმძღვანელი ასისტენტ-პროფესორი მარინა ქარჩხაძე.
3. „ზედაპირულად ფოროვან გლუვ სილიკაგელზე დაფენილი ახალი ტიპის პოლისაქარიდული ქირალური სელექტორის კვლევა“ -
ბაკალავრიატის II კურსის სტუდენტები: თეონა ორჯონოკიძე, ლია ბეჟიტაშვილი, ანა ბარდაველიძე.
ხელმძღვანელი საქ.მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი ბეჟან ჭანკვეტაძე.
4.“ქირალური სულფოქსიდების ენანტიომერების დაყოფის შესწავლა სითხურ
ქრომატოგრაფიაში ახალი ქირალური სელექტორების გამოყენებით“ -
ბაკალავრიატის II კურსის სტუდენტები: მარი-ლუიზა კონჯარია, ნათია
შაშვიაშვილი.
ხელმძღვანელი საქ.მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი ბეჟან ჭანკვეტაძე.
წრის წევრთა დასწრება სავალდებულოა
სტუდენტთა სამეცნიერო წრის თავმჯდომარე
მარინა ქარჩხაძე