2017-06-06
პარასკევს, 9 ივნისს 16:00 საათზე 039-ე აუდიტორიაში ჩატარდება ქიმიის დეპარტამენტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის სხდომა
დღის წესრიგი:
1.”ბეტა-ადრენერგული
აგონისტების ენანტიომერების დაყოფა კაპილარულ ელექტროფორეზში ქირალურ
სელექტორებად ციკლოდექსტრინების გამოყენებით და დაყოფის მექანიზმის
შესწავლა ბმრ სპექტროსკოპიის საშუალებით”- ანა გოგოლაშვილი, მაგისტრატურის
II სტუდენტი.
ხელმძღვანელი- საქ. მეცნ. ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ბეჟან ჭანკვეტაძე
2.
"ზოგიერთი ქირალური ნივთიერების ენანტიომერების დაყოფა ულტრამაღალეფექტურ
სითხურ ქრომატოგრაფიაში ზედაპირულად ფორიანი სილიკაგელის და დაფენილი
ქირალური სტაციონალური ფაზების გამოყენებით“-ქეთევან ხარაიშვილი-
დოქტორანტი.
ხელმძღვანელი- საქ. მეცნ. ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ბეჟან ჭანკვეტაძე
3.
„ენანტიოსელექტივობის დამოკიდებულება ნივთიერებების და სვეტების
სტრუქტურულ მახასიათებლებზე“- მარი-ლუიზა კონჯარია, ნათია
შაშვიაშვილი-მაგისტრატურის I კურსის სტუდენტები.
ხელმძღვანელი- საქ. მეცნ. ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ბეჟან ჭანკვეტაძე
4. სტუდენტთა მეხუთე ვორქ-შოპში მონაწილე სტუდენტებისათვის სერთიფიკატების გადაცემა.
« იხ. ყველა სიახლე