რექტორის 2020 წლის 4 ივნისის №100/01/01 ბრძანების საფუძველზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებაზე ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის კონკურსანტებმა გიორგი მელიქიძემ, ნინო აბზიანიძემ, თამარ ქარაიამ და ალექსანდრე წურწუმიამ გაიარეს კონკურსის I ეტაპი და გადაყვანილი არიან II ეტაპზე.
გასაუბრება-პრეზენტაცია ჩატარდება შემდეგი განრიგით:
თამარ ქარაია- 23 ივლისი, 11:00 საათი, თსუ-ის IV კორპუსი, ოთახი №213
ალექსანდრე წურწუმია- 23 ივლისი, 11:45 საათი, თსუ-ის IV კორპუსი, ოთახი №213
ნინო აბზიანიძე - 23 ივლისი, 12:30 საათი, თსუ-ის IV კორპუსი, ოთახი №213
გიორგი მელიქიძე - 23 ივლისი, 13.15 საათი, თსუ-ის IV კორპუსი, ოთახი №213
გასაუბრებაზე, არსებული სილაბუსიდან კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ორი თემა, რომლიდანაც საპრეზენტაციოდ ერთ-ერთს საკონკურსო კომისია შეარჩევს. ასევე უზრუნველყოფილი იქნება გასაუბრება-პრეზენტაციის აუდიო და ვიდეოჩაწერა.
კონკურსანტები პირადად უნდა გამოცხადნენ გასაუბრებაზე, მაგრამ თუკი კანდიდატებს გააჩნიათ გარკვეული სირთულე ამასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში, კომისიის გაფრთხილება უნდა მოხდეს წინასწარ, გასაუბრებამდე მინიმუმ ერთი დღით ადრე მაინც, რათა შესაძლებელი გახდეს ამგვარ კონკურსანტთან „ზუუმის“ პროგრამით გასაუბრების ჩატარება.
საკონკურსო კომისია