მუხლი 1. მიზანი
საერთაშორისო და ადგილობრივ ღონისძიებებში თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის (შემდგომში-„ფაკულტეტი“) სტუდენტების მონაწილეობის ფინანსური უზრუნველყოფის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტთა ჩართვას საერთაშორისო სასწავლო და კვლევითი პროექტების, ასევე პრაქტიკული უნარების განმავითარებელ კომპონენტებსა და კურიკულუმისაგან დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელებაში.
მუხლი 2. დაფინანსების მოთხოვნის უფლების მქონე პირი
2.1 დაფინანსების მოთხოვნის უფლება აქვს ფაკულტეტის აქტიური სტატუსისა და არანაკლებ 3.0 GPA- ის მქონე ბაკალავრიატის , მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტს.
მუხლი 3. დაფინანსების ობიექტები
3.1. ფაკულტეტის მიერ შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი კატეგორიის აქტივობები:
3.1.1 სასწავლო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის;
3.1.2 კვლევით პროექტებში მონაწილეობა ( მხოლოდ დოქტორანტთათვის);
3.1.3 საერთაშორისო საუნივერსიტეტო კონფერენციებში (კონგრესებში, სიმპოზიუმებში) მონაწილეობა (მხოლოდ მომხსენებლებისთვის) სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის;
3.1.4 საერთაშორისო მოდელირებებში მონაწილეობა (მხოლოდ სწავლების პირველი საფეხურის სტუდენტებისათვის);
3.1.5. სეზონური სკოლების მუშაობაში მონაწილეობა, მხოლოდ კრედიტების მინიჭების შემთხვევაში;
3.2. არ ფინანსდება გაცნობითი, კულტურული გაცვლისა და არასაგანმანათლებლო ფორუმები (ყრილობები, შეხვედრები, მრგვალი მაგიდები და ა. შ.), ასევე ქართული ორგანიზაციების მიერ საზღვარგარეთ დაგეგმილი ღონისძიებები.
მუხლი 4. ანაზღაურების ოდენობა, დასაბეგრი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, განისაზღვრება შემდეგნაირად:
4.1 ბაკალავრიატის სტუდენტისათვის: არაუმეტეს 1250 ლარისა;
4.2. მაგისტრატურის ა და დოქტორანტურის სტუდენტ თ ათვის: არაუმეტეს 2000 ლარისა;
4. 3 . საქართველოს შიგნით კონფერენციებსა და სეზონურ სკოლებში მონაწილეობა ფინანსდება არაუმეტეს 500 ლარისა;
4.4 სამივლინებოდ ფინანსდება მხოლოდ სარეგისტრაციო , მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯები;
4.5 სასწავლო გაცვლით პროგრამებში დაფინანსება ხორციელდება უნივერსიტეტის საგარეო დეპარტამენტთან შეთახმებით;
4. 6 კონფერენციებში მონაწილეობა ფინანსდება 100%- ით, ან დაფინანსების ლიმიტის მაქსიმუმის ფარგლებში, თუ მოთხოვნილი თანხა ასეთ ლიმიტს აღემატება;
4.7 კონფერენციის მოხსენების ორი ან მეტი თანაავტორის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია დაფინანსდეს მხოლოდ ერთი მომხსენებელი, ან დაფინანსების თანხა განაწილდეს თანამომხსენებლებს შორის;
4.8 მოდელირებაში მონაწილეობა ფინანსდება 50%- ით, მაგრამ არაუმეტეს დაწესებული ლიმიტისა;
4.9 სწავლის განმავლობაში, ბაკალავრიატისა და დოქტორანტურის სტუდენტის დაფინანსება მოხდება მაქსიმუმ ორჯერ, ხოლო მაგისტრატურის სტუდენტის - მხოლოდ ერთჯერ, საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო რეგულაციების შესაბამისად.
მუხლი 5. სტუდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
5.1. დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა ფაკულტეტის კანცელარიაში უნდა წარმოადგიონოს დეკანის სახელზე დაწერილი განცხადება და მას უნდა დაურთოს:
5.1.1 მოწვევა უცხო ენაზე, უცხოური ორგანიზაციის/უნივერსიტეტის ოფიციალურ ბლანკზე და მოწვევის ქართული თარგამანი, დამოწმებული მთარგმნელის მიერ, ხელმოწერითა და ბეჭდით . ქართულ – უცხოური ორგანიზაციის მიერ გაცემული მოწვევა არ განიხილება . მოწვევაში მითითებული უნდა იყოს , რომ მოხსენება (სათაურის მითითებით) მიღებულია კონფერენციაზე წარსადგენად;
5.1.2 მგზავრობის ინვოისის დედანი ან გადახდის ქვითარი;
5.1.3 აქტიური სტუდენტის ცნობა GPA- ის მითითებით;
5.1.4 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
5.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა სტუდენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც გაამყარებს საზღვარგარეთ გამართულ ღონისძიებაში მისი მონაწილეობისა და დაფინანსების მოთხოვნის საფუძვლიანობას.
მუხლი 6. სამივლინებო კომისია
6.1 სტუდენტის სრული, ან ნაწილობრივი დაფინანსების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, დეკანის ბრძანებით ფაკულტეტზე იქმნება სტუდენტთა სამივლინებო კომისია (შემდგომში - „კომისია“), რომლის შემადგენლობაში შედის ყველა მიმართულებიდან თითო პროფესორი, ასევე ფაკულტეტის საბჭოს და თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი თითო სტუდენტი. კომისიას თავმჯდომარეობს დეკანის მოადგილე;
6.2 კომისია იკრიბება თვეში ერთხელ, თვის პირველ ხუთშაბათს. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი;
6. 3 კომისია გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა;
6. 4 კომისიის სხდომის შედეგები ფორმდება ოქმით;
6. 5 სტუდენტთა განცხადებების განხილვის საფუძველზე, კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღება, წარმოადგენს ფაკულტეტის დეკანის მიერ თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის შესაბამისი მოთხოვნის გაგზავნის საფუძველს .
დამტკიცებულია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე. ოქმი # 3 , 16 მაისი , 201 9