2014-03-26

28 მარტს, 16.00 სთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშია მერიკის საელჩო გთავაზობთ ფილმის „DNA: Secret Photo of 51“ ჩვენებას და მოკლე დისკუსიას

„ქალთა ისტორიის თვის“ ფარგლებში, ამერიკის საელჩო გთავაზობთ  28  მარტს, 16.00 სთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის დარბაზი) ფილმის „DNA: Secret Photo of 51“ ჩვენებას და მოკლე დისკუსიას ფილმში ნაჩვენებ საკითხებსა და ტექნიკურ მეცინიერებებში ქალთა როლზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე.

ფილმის მოკლე შინაარსი - DNA: Secret Photo of 51 - 25 აპრილს, 1953 წელს, ჯეიმს უოტსონმა და ფრენსის ქრიქმა გამოაქვეყნეს მათი ინოვაციური აღმოჩენა - დნმ-ის ორმაგი სპირალის სტრუქტურა, მოლეკულა, რომელიც აუცილებელია ჩვენი გენების  გადაცემისთვის და წარმოადგენს „ცხოვრების საიდუმლოს“. მაგრამ მათი აღმოჩენა ეყრდნობოდა სხვა ბიოლოგის - როზალინდ ფრანკლინის - ნამუშევარს. ეს იყო რენტგენის გამოსახულება, „სურათი 51“, რომ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ნაწილი ორმაგი სპირალის დეკოდირებისთვის. 50 წლის შემდეგ დაიწყო ამ მნიშვენელოვანი სამეცნიერო აღმოჩენის გამოძება და გამოჩნდა საინტერესო სიმართლე - როზალინდამ არ იცოდა, რომ უოტსონმა და ქირქმა ნახეს მისი მონაცემების ნაწილი მისი თანხმობის გარეშე, და თვითონ როზალინდაც არ იყო შორს ორმაგი სპირალის აღმოჩენისგან. უოტსონმა და ქირქმა 1962 წელს მიიღეს ნობელის პრემია, როზალინდა ფრანკლინი კი 1958 წელს 37 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფილმის ხანგრძლივობა 50 წუთია. ფილმის ჩვენებას მოჰყვება დისკუსია დაახლოებით 30 წუთი. დისკუსიას გაუძღვება  ვიქტორია ტეილორი,   ამერიკის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი.

ფილმი ინგლისურ ენაზეა და ქართული ტიტრები აქვს, ანუ ფილმის ნახვა შეუძლიათ როგორც ინგლისური ენის მცოდნეებს, ისე ქართული ენის მცოდნეებს.

სასურველია ჩვენებას ესწრებოდნენ ტექნიკური მეცნიერებით დაინტერესებული სტუდენტები, თუმცა შეზღუდვა არ არის, მაგრამ ძირითადად ეს წელი ეძღვნება ქალთა როლს ტექნიკურ მეცნიერებებში (STEM -
in Science, Technology, Engineering, and Math ).

Print

« იხ. ყველა სიახლე