2019-06-21

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:

1. დემოგრაფია - 2 ადგილი
2. მასობრივი კომუნიკაცია - 1 ადგილი
3. პოლიტიკის მეცნიერება - 1 ადგილი
4. საზოგადოებრივი გეოგრაფია - 1 ადგილი
5. სოციოლოგია - 1 ადგილი
6. სოციალური მუშაობა - 1 ადგილი
7. ურბანისტიკა - 2 ადგილი
8. საერთაშორისო ურთიერთობები - 5 ადგილი
9.  ორგანიზაციული და პერსონალური განვითარება -2 ადგილი

2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები  განსაზღვრულია თსუ-ს რექტორის  ბრძანებით (№153/01-01, 19.06.2019 დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ).
  • საბუთების მიღება - 24 ივნისი - 5 ივლისი და 26 აგვისტო - 2 სექტემბერი;
  • გამოცდა უცხო ენაში - 4 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება - 6 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 9 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 10 სექტემბერი;
  • გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 6 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9 სექტემბერი;
  • გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 10 სექტემბერი;
  • აპელაციის შედეგების გამოცხადება - 11 სექტემბერი;
  • დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 12 - 13 სექტემბერი;
  • დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 16 სექტემბერი; 
  • ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან  - 17 – 18 სექტემბერი
  • საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო  პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 19 სექტემბერი;
  • ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 20 სექტემბერი.

ფაკულტეტის მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
  • განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
  • განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV); 
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2019 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
  • ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული); 
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 
  • სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
  • სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა; 
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
  • ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე; 
  • სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა. თსუ-ს რექტორის ბრძანების (№153/01-01, 19.06.2019) მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „დოქტორანტურის დებულების“ მე-5 მუხლის პუნქტი 5-ის შესაბამისად დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება წარმოადგინოს სადოქტორო კვლევითი პროექტის გეგმა (პროსპექტუსი)   
შენიშვნა: „საერთაშორისო ურთიერთობები“ სადოქტორო პროგრამისთვის გარდა უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი სააპლიკაციო დოკუმენტებისა, აპლიკანტებმა დამატებით უნდა წამოადგინონ:
  • სამოტივაციო წერილი (აპლიკანტებმა უნდა აღწერონ საკუთარი აკადემიური და პროფესიული გამოცდილება, განიხილონ კარიერასთან დაკავშირებული სამომავლო მიზნები და ნათლად ახსნან თუ რატომ სურთ აღნიშნულ პროგრამაზე სწავლა. მათ ასევე უნდა მოიხსენიონ საკითხი, რომლის კვლევაც სურთ). 
  • წერილობითი ნამუშევრის ნიმუში (კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ ათგვერდიანი ნიმუში. განხილული საკითხები დაკავშირებული უნდა იყოს საერთაშორისო ურთიერთობებთან ან სოციალური მეცნიერებების სხვა საკითხებთან) 
  • წიგნის ერთგვერდიანი მიმოხილვა (აპლიკანტებმა უნდა მიმოიხილონ ნებისმიერი წიგნი საერთაშორისო ურთიერთობებიდან, რომელიც მათ ბოლო დროს წაიკითხეს. მათ უნდა აღნიშნონ რას ეხებოდა წიგნი, რა ისწავლეს მისგან და რატომ მოეწონათ ან არ მოეწონათ წიგნი)
  • სადოქტორო -კვლევითი პროექტის გეგმა (პროსპექტუსი) 

დოკუმენტაცია მიიღება სამუშაო დღეებში 10:00  - 17:00 სთ 
ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №14. თსუ IV კორპ., III სართ., ოთახი №301;
ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (6240)

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია

Print

« იხ. ყველა სიახლე