2017-06-19
V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა - მდგრადი განვითარების რეგიონული ასპექტები“
22 – 24 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით იმართება V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა - მდგრადი განვითარების რეგიონული ასპექტები“.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მკვლევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: აშშ, გერმანია, ბელგია, ჩინეთი, მექსიკა, თურქეთი, აზერბაიჯანი, ირანი.
კონფერენციის თემატიკა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა: საზოგადოებრივი გეოგრაფია, პოლიტიკის მეცნიერება, ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკის, რეგიონული და ნაციონალური კვლევები, გლობაზლიაცია.
« იხ. ყველა სიახლე