2019-07-25

ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება

30 ივლისს, 19.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019 წლის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება გაიმართება სპორტის სასახლეში (ე.წ. ძველი სპორტის სასახლე, 26 მაისის მოედანი 1).

ღონისძიება რომ გაიმართოს ორგანიზებულად და წინასწარ დაგეგმილი სიუჟეტით, აუცილებელია თქვენი გულისხმიერი მხარდაჭერა. ამიტომ, გთხოვთ, სპორტის სასახლეში მობრძანდეთ 2 საათით ადრე - 17.00 საათზე.

კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიებისთვის მანტიები გაიცემა ფაკულტეტებზე:
26 ივლისს (09.00-18.00 სთ),
29 ივლისს (09.00-18.00 სთ),
30 ივლისს (09.00-16.00 სთ)

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - VI კორპ. #208

Print

« იხ. ყველა სიახლე