2014-07-14

დასაქმების შესაძლებლობა სტუდენტებისთვის

გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში წარჩინებული სტუდენტების დასაქმებას.


აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 30 სტუდენტი. სტუდენტების შერჩევა მოხდება GPA- ის მიხედვით.


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

1. ავტობიოგრაფია

2. პირადობის მოწმობის ასლი

3. სტუდენტის ცნობა

4. საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.


აღნიშნული საბუთები უნდა მიიტანოთ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციაში არაუგვიანეს 25 ივლისისა. მისმართი: თსუ-ს მე-6 კორპუსი მე-4 სართული.საკონტაქტო პირი-მაკო გოგილაშვილი , makogogilashvili@ gmail.com ტელ: 2 29 05 94)


გისურვებთ წარმატებებს


სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია

Print

« იხ. ყველა სიახლე