2019-07-12

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის „სოციალური მუშაობა“ ღია კარის დღე

1 აგვისტოს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდება სამაგისტრო  პროგრამის  „სოციალური  მუშაობა“  ღია  კარის  დღე 

ღია კარის დღეზე სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორები და სტუდენტები შეხვდებიან დაინტერესებულ პირებს, გააცნობენ პროგრამაზე სწავლების, საგამოცდო პროცესისა და მათთვის საინტერესო სხვა საკითხების შესახებ ინფორმაციას. 

დასწრება თავისუფალია. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი N8, თსუ VI კორპუსი, აუდიტორია 303.

Print

« იხ. ყველა სიახლე