ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-09-03

აკადემიური რეგისტრაციის ინსტრუქცია!


  1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური რეგისტრაცია (საგნების არჩევა) იწარმოებს 9–14 სექტემბერს: /ge/juridical/orders/yWPGWZc4c5lYes_W4/?p=1
    შაბათი, 5 სექტემბერი სამუშაო დღეა.
  2. აკადემიური რეგისტრაცია განხორციელდება შემდეგი სქემით:

    9 სექტემბერს 12 საათზე საგნები გაიხსნება:

    · პირველსემესტრელებისთვის
    · მხოლოდ ძირითადი სპეციალობებისთვის (მაგალითად, სოციოლოგიის საგნების არჩევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც მეიჯორად/ძირითად სპეციალობად დაფიქსირებული აქვთ სოციოლოგია)

    10 სექტემბერს 10 საათზე საგნები გაიხსნება:

    · სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა სტუდენტისთვის
    · თსუ–ის სხვა ფაკულტეტების სტუდენტებისთვის

  3. აკადემიური რეგისტრაციის პროცესში, ყველა მიმართულებაზე, ჯგუფების ან ადგილების დამატება მოხდება ყოველი დღის 12:00 საათზე, არსებული რესურსების ფარგლებში. შესაბამისი ინფორმაცია განთავსდება ფაკულტეტის ვებ გვერდზე.
  4. აკადემიური რეგისტრაციის პროცესში ტუტორების მიერ სტუდენტთა კონსულტირება იწარმოებს შესაბამის მიმართულებებზე, ხოლო პირველსემესტრელებისთვის VI კორპუსის #201 ოთახში, 10.00–17.00 სთ.

ფაკულტეტის ადმინისტრაცია
 
Print

« იხ. ყველა სიახლე